დოქტორანტ ხატია იმერლიშვილის მიერ გავლილი კვლევითი კომპონენტის აღიარების მიზნით კომისიის შექმნის შესახებ
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის
დეკანის ბრძანება
პოლიტიკის მეცნიერების დოქტორანტურის საფეხურის მეექვსე სემესტრის სტუდენტის ხატია იმერლიშვილის 2024 წლის 8 ივლისის განცხადების საფუძველზე
ვბრძანებ:
1. აკადემიური საბჭოს N08/2024 დადგენილების თანახმად, შეიქმნას უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პოლიტიკის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ ხატია იმერლიშვილის მიერ გავლილი კვლევითი კომპონენტის აღიარების მიზნით კომისია შემდეგი შემადგენლობით:
- მალხაზ მაცაბერიძე - პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების ხელმძღვანელი, დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი;
- სანდრო ტაბატაძე - ასისტენტ პროფესორი, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი;
- ელენე გელაშვილი - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი;
- მირანდა მიქაძე - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი;
- ნათია მონიავა - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე.
2. კომისიამ დოქტორანტის კვლევის ანგარიში შეაფასოს ბრძანების გამოქვეყნებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
3. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა.
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.